понедельник, 6 июля 2009 г.

ღამის ცა



  მე ვარ ეკა ბუზიაშვილიგორის N4 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი. გადავწყვიტე განვახორციელო პროექტი ,,ტურისტული გზამკვლევი“. დავგეგმე როგორც ფიზიკის მასწავლებელმა მოსწავლეებს გავაცნო ღამის ცა, კოსმოსი.
  სასწავლო კურსში აღარ ისწავლება ასტრონომია, ამიტომ მინდა მოსწავლეები წავიყვანო აბასთუმანში _ ობსერვატორიაში, ვაჩვენო ღამის ცა ტელესკოპით.

  ამასთან ერთად ბავშვებს დავავალებ მოაგროვონ ინფორმაცია ვარძიის შესახებ, რადგან არ შეიძლება იმ მხარეში იყო და არ მოინახულო კლდეში ნაკვეთი ქალაქი ,,ვარძია“. მოსწავლეებს დავავალებ მოიძიონ ინფორმაცია ვარძიის გეოგრაფიულ მდებარეობის, კულტურის შესახებ, აიღონ ინტერვიუები და მოიძიონ სხვა მასალები რაც კი მათში ინტერესს გამოიწვევს.